სოფელ კირცხში საჯიქიოს უბანში 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

11 ივნისი, 2024

სოფელ კირცხში საჯიქიოს უბანში 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშოებს შპს „გზები“ ახორციელებს. რომლის ბიუჯეტი 2 890 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია 2026 წელს დასრულდება.

 პროექტი ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.

 მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ჯუმბერ იზორია ადგილზე გაეცნენ.

 

გააზიარე