სოფელ ჭოღაში, მდინარე ,,შებეზე”, აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობის სამუშაოები

29 სექტემბერი, 2021

სოფელ ჭოღაში, მდინარე ,,შებეზე”, აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობის სამუშაოები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

,,გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და რეაბილიტირებული გზები, მოწესრიგებული ნაპირსამაგრი ჯებირები, სანიაღვრე არხები, მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. საგზაო ინფრასტრუქტურას ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოვაწყობთ.“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

გააზიარე