სოფელ ჭოღაში ახალი ხიდი შენდება
სოფელ ჭოღაში ახალი ხიდი შენდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე არსებული საავტომობილო ხიდი სტიქიის შედეგად ამორტიზირებულია. ხიდზე აკრძალულია სატვირთო მანქანების გადაადგილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებული ხიდის გვერდით დაიწყო ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრი იქნება. მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია გაეცნენ. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.