სოფელ ახუთში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ახუთში,მდინარე ზანაზე, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ადგილას 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ახალი სახიდე გადასვლელი შენდება. ხიდის მშენებლობისთვის 780 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, შ.პ.ს. ,,ნიკამსტროის“ფილიალი ასრულებს. ხიდის სიგრძე 54,ხოლო სიგანე 10 მეტი იქნება. აღნიშნული ხიდით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.