შპს “ემ ინვესტი“-ს ქვიშა-ხრეშის სამსხვრევდამახარისხებელი საწარმოს და ბეტონის კვანძის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

21 იანვარი, 2020

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს “ემ ინვესტი“-ს ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს და ბეტონის კვანძის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს და ბეტონის კვანძის  მშენებლობა და ექსპლუატაცია.


დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ემ ინვესტი“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ. ლესიჭინე.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ. ლესიჭინე, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა (იუსტიციის სახლი), 2020 წლის 21 იანვარი, 12:00 საათი.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2019 წლის 24 დეკემბერს, სამინისტროში წამოდგენილ იქნა შპს „ემ ინვესტი“-ს ქვიშა-ხრეშის სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოს და ბეტონის კვანძის  მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით სოფ. ლესიჭინეში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 24 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. 

 

სკოპინგის განცხადება 

სკოპინგის ანგარიში

გააზიარე