შეხვედრდა სათემო ლიდერებთან
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფონდ ,,ტასოს“ გამგეობისა და სათემო ფონდ ,,ნეფას“ წარმომადგენლებმა პროექტ ,,ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საართველოში რძის ადგილობრივი წარმოების მხაედაჭერით, ფერმერთა საველე სკოლების (FFS) ჩამოყალიბებით“ ფარგლებში, სათემო ლიდერებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიუჯეტში სოფლად მცხოვრები ქალების თანამონაწილეობისა და ჩართულობის საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მერიას სოფლებში არსებული საჭიროებები წარუდგინეს, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.