შეხვედრაზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განიხილეს

15 თებერვალი, 2019

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩა. პროექტების განსახორციელებლად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის 446 000 ლარია გამოყოფილი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

გააზიარე