შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები განიხილეს

26 მარტი, 2019

ფაროსანას საწინააღმდეგო საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს მავნებლის საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებები . აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, საკოორდინაციო ცენტრის მონიტორინგის ჯგუფებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გასვლითი შეხვედრები დაიწყეს. აპრილიდან კი სპეციალური ფერომონების დამონტაჟება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი. შესაბამისი სამსახურები ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მეფუტკრე ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართული წამლობის ვადების განსაზღვრის და ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შემუშავების პროცესში. მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრს. ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ანალოგიური სახის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება.

გააზიარე