შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან
"თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მერის წარმომადგენლებსა და სოფლის დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენელმა სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია მეთხილე ფერმერებს გამოცდილების გაზიარებასთან ერთად უსასყიდლოდ გადასცემს მაღალეფექტურ შესაწამლ აპარატებს, ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები . საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია "ფერერო/აგრიჯორჯიასა" (Ferrero/AgriGeorgia) და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნულ საკითხზე ასოციაციის წარმომადგენლების მიერ საინფორმაციო შეხვედრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინასტრაციულ ერთეულში ჩატარდა და ის პერიოდულად გაგრძელდება.