შეხვედრა ,,თხილის გადარჩენის " პროგრამის ფარგლებში

22 April, 2019

         დღეს ,,თხილის გადარჩენის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროგრამა თხილის მოსავლის გადარჩენა და ათასობით ფერმერის მხარდაჭერას ითვალისწინებს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნიკა ლოლუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან და მუნიციპალიტეტის მერთან დათო გოგუასთან ერთად , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მერის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსთან და აგროკონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე "თხილის გადარჩენის პროგრამა“ განიხილეს და წამლობისა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია "ფერერო/აგრიჯორჯიასა" (Ferrero/AgriGeorgia) და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

გააზიარე