შეხვედრა ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ფარგლებში

24 იანვარი, 2018

პროგრამის -,,ტუბერკულოზის, აივ ინფექცია /შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში’’ ფარგლებში, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერს დათო გოგუას, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუას , მერის მოადგილე ვალერი თოდუას და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს კახა შელიას , პროექტის დირექტორი უშანგი კილაძე და პროექტის მენეჯერი ბექა იოსელიანი შეხვდნენ. პროექტის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით, ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგისა და დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და მკურნალობას. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის და შიდსის დიაგნოსტირებითა და მკურნალობით.

გააზიარე