შეხვედრა სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად, სასპორტო სკოლის გაერთიანებისა და შპს ,, სამეგრელოს“ ხელმძღვანელებსა და გუნდის მწვრთნელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზო ბუკია. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დათო გოგუამ მადლობა გადაუხადა ,,სამეგრელოს“ მწვრთნელ პაატა ბუკიას თავდაუზოგავი შრომისა და მეოთხე ლიგაში შენარჩუნებული ადგილისთვის და გუნდს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მერმა მადლიერება გამოთქვა ასევე მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული დახმარებისთვის. მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ჩხოროწყუელი სპორტსმენის ბაჩანა ხორავას სკოლისთვის სასპორტო ინვენტარი გამოყო, აღნიშნული საჩუქარი ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლას მძლეოსნობის ფედერაციის რეგიონალურმა პრეზიდენტმა რეზო ბუკიამ გადასცა.