შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პრიგრამის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აგრძელებენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს. პროექტის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდება.
დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446000 ლარი დაიხარჯება.