შეხვედრა შპს ,,ჩხოროწყუს სამეგრელოსთან“ არსებულ ბავშვთა ფეხბურთის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან

15 თებერვალი, 2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ლესიჭინეში შპს ,,ჩხოროწყუს სამეგრელოსთან“ არსებულ ბავშვთა ფეხბურთის ასაკობრივი ჯგუფის მწვრთნელ ზურაბ წიფურიასა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებზე, გუნდის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ძირითადი აქცენტი ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე გაკეთდა. ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტით ფეხბურთის ჯგუფის მოსწავლებისთვის გასახდელები მოეწყო და მწვრთნელებისა და სათადარიგო ფეხბურთელებისათვის სკამები დამონტაჟდა.

 

გააზიარე