შეხვედრა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან

18 იანვარი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის მოადგილე ვალერი თოდუა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ბადრი საჯაია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულნაზ ბაძაღუა. მუნიციპალიტეტის მერმა ბაღების მენეჯერებისგან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. საქართველოს პრემიერ მინისტრ-ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2026 წლამდე, ეტაპობრივად , მუნიციპალიტეტში 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. საჭიროებისამებრ, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე საბავშვო ბაღის შენობებს. შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე