შეხვედრა ფერმერებთან მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამის თაობაზე

25 იანვარი, 2024

 სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონალურმა კოორდინატორმა მარაბ დანელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართა და ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა გააცნო. შეხვედრას ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დათო გახარია ესწრებოდნენ. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით: რძის პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება, ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის, რძის შემგროვებელი პუნქტი, რძის გადამამუშავებელი საწარმო. პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება. პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გააზიარე