შეხვედრა ,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფასილიტატორმა გოგა ადამიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დათო გახარია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გოგა ადამიამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და დაინტერესებულ პირებს მასში ჩართვა ივლისის თვიდან შეეძლებათ.