შეხვედრა მეწარმეებთან

12 დეკემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოდგილე და მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებიც ასრულებენ სტიქიის სალიკვიდაციოდ შესასრულებელ სამუშაოებს. პროექტები ითვალისწინებს სახიდე გადასასვლელებს, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი ჯებირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია  ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შერულებაზე.

გააზიარე