შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან

12 ოქტომბერი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა , წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სატყეო უბნის უფროს რობერტ ხარებავასთან ერთად, გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.  თათბირზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიყო ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. შეხვედრას გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია ესწრებოდნენ. თათბირზე სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე