სასურსათო პროდუქტის გაცემა მოსახლეობისთვის გრძელდება

15 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.  დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო კალათა მიუტანა. ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძო სექტორთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2500 -ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა ხანდაზმულებს უკვე დაეხმარნენ.

გააზიარე