სასკოლო თეატრალური ფესტივალი
დღეს ქალაქ ჩხოროწყუს კულტურის სახლში სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 14-მა საჯარო სკოლამ მიიღო. თეატრალური ფესტივალი 5 მაისს დასრულდება. გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით ჟიური გამოავლენს. ფესტივალში გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ორგანიზებით გაიმართა. თეატრალურ ფესტივალს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა დაესწრნენ.