სარაქონის უბანში ასფალტრებული გზა იგება

21 ივლისი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, სოფელ კირცხში, სარაქონის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ უბანში გზის მოასფალტება მიმდინარეობს. ასფალტო–ბეტონის საფარი 2კმ–ს მანძილზე დაიგება. სამუშაოები 440087 ლარით ფინანსდება. აქედან რეგ.განვითარების ფონდიდან 395550 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44537 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს. ზუგდიდის საგზაო სამმართველო ახორციელებს. გზის მოასფალტება მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

გააზიარე