საყმაწვილო თეატრმა - ,,ყირამალა“ მაყურებელს სპექტაკლ ,,სალამურას“ პრემიერა წარუდგინა

23 ივნისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა საყმაწვილო თეატრმა - ,,ყირამალა“ მაყურებელს სპექტაკლ ,,სალამურას“ პრემიერა წარუდგინა. სპექტაკლი არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების ,,სალამურას“ მიხედვით დაიდგა და სცენაზე დათიკო დარსალიას რეჟისორობით იქნა წარმოდგენილი. სპექტაკლს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.

 

გააზიარე