სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან
9 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა:
თამთა ალანიამ და ლევან პაპავამ სამუშაო შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრაზე სამუშაო თემას წარმოადგენდა- კვლევა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით. კვლევის ფარგლებში ფოკუს ჯგუფის შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რამაზ გულუა და მოადგილე დავით შენგელია ესწრებოდნენ.