სამუშაო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

24 იანვარი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დეტალურად გააცნეს მათ. მერმა წარმომადგენლებს მოსახლეობის მიმართვაზე სწრაფი რეაგირება, ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში , მიმდინარე წელს, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით 19 პროგრამა ხორციელდება. თათბირზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე