სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით შეხვედრა გაიმართა

28 ივნისი, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში , სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით შეხვედრა გაიმართა , რომლის მიზანი იყო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ახალგაზრდების მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების წარდგენა. შეხვედრას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტეტის ახალგაზრდები, მათ შორის, ახალგაზრდული სათათბიროს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბი „ათინათის“ წარმომადგენლები - ივეტა როდონაია, თამარ გამსახურდია და მაკა კორკელია დაესწრნენ. ახალგაზრდებმა საჭიროებაზე დაყრდნობით 7 სხვადასხვა ინიციატივა წარადგინეს. შეხვედრაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დადებითად შეაფასა წარდგენილი ინიციატივები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ წარდგენილი საკითხები შესაძლებლობებიდან გამომდინარე განიხილება. აქტივობა ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

გააზიარე