საკრებულოს უმრავლესობის შეხვედრა მერიის წარმომადგენლებთან

7 დეკემბერი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ჯანო პერტაიამ მორიგი სამუშაო შეხვედრა საკრებულოს უმრავლესობასთან გამართა . შეხვედრაზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა. შეხვედრას საკრებულოს წევრთა უმრავლესობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა და ა(ა)იპ -ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ– ებზე გამოყოფილი თანხების განაწილების საკითხი.

 

გააზიარე