საკრებულოს სხდომა

5 თებერვალი, 2018

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 
/მომხს: ჯ. ჯალაღონია - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ზურაბ გაბისონიასთვის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: დ. დარსალია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
5. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
სხდომის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს ხმათა უმრავლესობით დასამტკიცებლად კენი უყარეს.

გააზიარე