საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომამ დღის წესრიგით განიხილა შემდეგი საკითხები: 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე;
/მომხს: ჯ. ჯალაღონია - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
თანამომხს: ზ. ხორავა - მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი/
2. მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე;
/მომხს: დაზმირ დარსალია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/ სხდოამს საკრებულოს წევრების გარდა ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ერის მოადგილე ვალერი თოდუა , საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ზაზა ხორავა, რომელმაც საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ ბიუჯეტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი .