საკრებულოს მორიგი სხდომა
13 მაისს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,საპრივატიზაციო ობიექტების გეგმისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
3. ,,გოეთეს მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებაზე თანხმობის მისაღებად“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4. ,,ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“.
5. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების შესახებ“ .
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების დამტკიცებას.