საკრებულოს კომისიის სხდომა

27 დეკემბერი, 2022

23 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე აჩიკო ცირამუა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით.

კომისიის წევრებმა აღნიშნულ საკითხს შემდგომი რეაგირებისთვის, ერთხმად უყარეს კენჭი.

 

გააზიარე