საკრებულოს ბიუროს სხდომა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: გ. ახალაია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თანამომ: კ. შელია - მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქიმბაქტი“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
წარმოდგენილ საკითხებს კენჭი უყარეს საკრებულოს სხდომაზე გატანას.