საკრებულოს ბიუროს სხდომა

1 May, 2024

29 აპრილს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

2. ,,საპრივატიზაციო ობიექტების გეგმისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

3. ,,გოეთეს მიერ გამოყოფილი გრანტის მიღებაზე თანხმობის მისაღებად“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

4. ,,ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ“, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

5. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის სოფელ ჯუმითის მე-2 ქუჩის სახელდების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანა.

 

გააზიარე