საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

30 April, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩხოროწყუ სამეგრელო“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, უვადოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

გააზიარე