საქართველოს მთავრობის წევრები დღეს ჩხოროწყუს სტუმრობდნენ

6 May, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ვიცე-პრემიერი/განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სტუმრობდნენ. საქართველოს მთავრობის წევრებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან ,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელ დათო გოგუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმის ეზოში გიორგობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს. მინისტრები, გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის გახსნას დაესწრნენ და გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ახუთის და მუხურის საჯარო სკოლებში მოსწავლეეებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

 

გააზიარე