საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა- “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში დაჯილდოვდნენ
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები პროგრამა- “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერი საბაზო საფეხურის (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დამთავრებისთვის მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლია ჯალაღონიასთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცეს. მიულოცეს მათ მიღწეული შედეგები და შემდგომი წარმატებები უსურვეს. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 73 მეათეკლასელს გადაეცა. პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.