საინფორმაციო შეხვედრა ნალას ექსპერტთა გუნდთან

5 May, 2017

დღეს ზუგდიდში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციციის ორგანიზებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის , ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნეენ. შეხვედრაზე მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე შედგა . შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს. ცვლილებებზე ვრცლად ნალას ექსპერტთა გუნდის ექსპერტებმა დავით ჯიბუტმა ,მიხეილ ზარდიაშვილმა დაალექსანდრე სვანიშვილმა ისაუბრეს. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

გააზიარე