საბავშვო ფოლკლორულმა ანსამბლმა ,, კოლხამ” საანგარიშო კონცერტი გამართა

12 ივლისი, 2023

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებულმა საბავშვო ფოლკლორულმა ანსამბლმა ,, კოლხამ” საანგარიშო კონცერტი გამართა. ,,კოლხა“, ანსამბლის ხელმძღვანელ - ალეკო შენგელიასთან ერთად, მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. ანსამბლმა არაერთი თაობა გამოზარდა. ის აქტიურად მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში, საიდანაც ყოველთვის საპატიო ჯილდოებითა და ოქროს მედლებით ბრუნდება. ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,კოლხას“ წევრებს მერიის კულტურის სამსახურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელებისგან მადლობის სიგელი გადაეცათ. კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი დაესწრნენ.

 

გააზიარე