რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ჩხოროწყუში

26 იანვარი, 2018

      31 იანვარს, 14 :00 სთ-ზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სააქტო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოეწყობა. პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან  სამოქალაქო  საზოგადოების  სხვა სეგმენტების წარმომადგენლები-არასამთავრობოები, ბიზნესის წარმომადგენლები , მედია და ახალგაზრდები.

გააზიარე