რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

27 ოქტომბერი, 2023

დღეს, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში, რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

ასევე, ღონისძიებაზე N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის - ლიდა ნაჭყებიას სახელობის კრეატიული წერის კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

კრეატიული წერის კონკურსი უკვე მეხუთედ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების სპონსორები ლიდა ნაჭყებიას შვილები: იოსებ და ლევან კაჭარავები არიან.

ღონისძიებას დაესწრო და პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ. ასევე, კონკურსში გამარჯვებულებს შემდგომი წარმატებები უსურვა.

 

გააზიარე