პროექტის პრეზენტაცია
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროს ნატო სულთანიშვილს, WWF გარემოს დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის კოორდინატორი ლაშა მოისწრაფიშვილს, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორ ზაზა გაგუას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრისა და მუზეუმების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ,,სამეგრელოში ეროვნული პარკის დაარსების შესაძლებლობების შეფასება“– პრეზენტაცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია თანახმაა სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შევიდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ალპური ზონის ტერიტორია.