პროექტი - ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ქალაქ ჩხოროწყუში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

10 ნოემბერი, 2022

როგორი იქნება განახლებული ჩხოროწყუ

ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი - ,,განახლებული რეგიონები“ , რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია.

სამუშაოები მოიცავს: 

  • სახელოვნებო სკოლისა და მუზეუმის ფასადის შეკეთებას, 
  • წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას.
  • მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაციას.
  • ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას.
  • ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.
  • აღმაშენებლის ქუჩაზე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას.
  • მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის რესტავრაციას.
  • პოლიციის შენობის ფასადის რეაბილიტაციას.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და აფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.

გააზიარე