ფრაქციის სხდომა
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე რამაზ გულუა უძღვებოდა. ფრაქციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების " დირექტორთან ბადრი ქებურიასთან გამართეს . შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ა(ა)იპ-ის ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი ასევე საუბარი კადრების თემას შეეხო. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს მომავალში ისევ მოეწყოს შეხვედრა ა(ა) იპ-ის დირექტორთან რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით.