,,პრაიმშოუ“ ჩხოროწყუში

21 April, 2018

20 აპრილს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა გადაცემა ,,პრაიმშოუს“ წამყვანებსა და გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ისტორიულ ოდაში მომზადდა ტრადიციული მეგრული კერძები, რომლის მომზადების პროცესში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და ,,პრაიმშოუს“ წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 300 წლის ისტორიის მქონე მეგრულ სახლში მისულ სტუმრებსა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა მეგრული სამზარეულოს მთავარი კერძები. სტუმრებს მეგრული ლექსებითა და სიმღერებით დახვდნენ პოეტი შოთა წურწუმია და ანსამბლ ,,ჩხოროწყუს“ წევრები. მომზადებულ გადაცემას მაყურებელი მალე ,,პრაიმშოუში“ იხილავს. შეგახსენებთ, რომ მეგრული,ტრადიციული კერძების მომზადებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ცნობილია. ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯის რეკორდი ჩხოროწყუში 2017 წელს დამყარდა, რეკორდსმენი ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა. სიგანემ კი — 35 სმ. საქართველოს რეკორდების ფედერაციამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს რეკორდის დამადასტურებული დიპლომი გადასცა.

გააზიარე