ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი

9 May, 2023

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების, ,ვეტერანთა კავშირისა და საზოგადოეის წარმომადგენლებთან ერთად , გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

გააზიარე