მუზეუმში მამანტი კვირტიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში მამანტი კვირტიას წიგნ ,,კვიმატის" პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტ, ეთნოგრაფ, ფოლკლორისტ, პუბლიცისტ - მამანტი კვირტიას წიგნში შესული მასალა საყურადღებოა როგორც ეთნოგრაფიული,ისე ლინგვისტური თვალსაზრისით. მან დიდი ამაგი დასდო მშობლიურ კუთხეს ფოლკლორისა და ტოპონიმიკის მეცნიერული კვლევა-ძიების საქმეში. წიგნში დაბეჭდილია მამანტი კვირტიას ქართული და მეგრული ლექსები, საგუნდო სიმღერები, თარგმანები, წერილები. ღონისძიება მუზეუმის დირექტორ - ნაირა ციმინტიას ორგანიზებით ჩატარდა.მასში მონაწილეობდნენ ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ანსამბლი ,,ჩხოროწყუ". პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა , სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა სამსახურისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, მამანტი კვირტიას ოჯახის წევრები, მეგობრები,სასულიერო პირები დაესწრნენ, რომლებმაც მის შემოქმედებასა და პიროვნულ თვისებებზე ვრცლად ისაუბრეს.