მუხურში ფოლკლორის II საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

11 ივლისი, 2017

ღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ხალხური სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები სტუმრობდნენ. ფოლკლორის II საერთაშორისო ფესტივალი სოფელ მუხურში ,ხიდ ,,ნაცხას“ მიმდებარე კუნძულზე გაიმართა. იქვე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა. ფესტივალში მონაწილეობდნენ იტალიის , ბულგარეთის, რუსეთის, ართვილის, უკრაინის და ადგილობრივი ქორეოგრაფიულ–ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. ფოლკლორულმა კოლექტივებმა ადგილობრივ მაყურებელს გააცნეს თავიანთი ქვეყნების ხალხური შემოქმედება. ფესტივალი ჩატარდება ასევე აბაშასა და გორში, ღონისძიების საზეიმო დახურვა მარტვილის მუნიციპალიტეტში 14 ივლისს გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასი და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა. თანაორგანიზატორები ჩხოროწყუს, გორისა და აბაშის მუნიციპალიტეტების გამგეობები. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

გააზიარე