მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

7 მარტი, 2023

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია.

 ტენდერი გამოცხადდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

ბაღების მშენებლობის პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4999

 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5000

 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5001

 http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5002

ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

გააზიარე