მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

2 ივლისი, 2019

აზიური ფაროსანას საწინაარმდეგოდ „მოიზიდე და გაანადგურე“ სისტემების მონატაჟის შემდეგ, საკოორდინაციო ცენტრის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილიქნა კერები, რომლის წერტილოვანი შემწავლა ქალაქ ჩხოროწყუს, სოფელ კირცხისა და ხაბუმეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი გია ცირამუა და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.farosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების მიმდინარეობისა და ჩატარების შესახებ.

გააზიარე