მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს

11 ივნისი, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სოფლებში კონკრეტული უბნები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმული ნისლის აგრეგატით აღჭურვილი მაღალი გამავლობის ავტომობილები მუშაობენ. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას ადილზე გაეცნო მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი გია ცირამუა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება.

გააზიარე